ნივთის შესაძენად თქვენ არ გჭირდებათ ერთდროულად დიდი თანხის გადახდა. უბრალოდ დაიქირავე ყიდვის ნაცვლად.

საფინანსო ინსტიტუტებში ყველა მომხმარებელს აქვს კრედიტის აღების ლიმიტი, თუ თქვენი ლიმიტი ამოიწურა, საფინანსო ინსტიტუტები ვერ შეძლებენ კრედიტის გაცემას, მაშინ როდესაც დაქირავება შეგიძლიათ მარტივად და საკრედიტო ლიმიტს მნიშვნელობა არ აქვს.

იქირავე მუდმივად ტექნიკის უახლესი მოდელები და დროის გასვლის შემდეგ შეცვალე ძველი მოდელი ახლით.

Rentech აქირავებს მხოლოდ ახალ ან ახალივით ტექნიკას. ნებისმიერი ნივთი, გაქირავებამდე გადის შემოწმებას ტექნიკოსების მიერ. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ნივთს მიიღებთ უნაკლო მდგომარეობაში. თუ არ ხართ კმაყოფილი ნივთის
მდგომარეობით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს.

ვებ-გვერდზე შეკვეთისთანავე თქვენ იხდით პირველი თვის ღირებულებას. ქირავნობის პერიოდის ათვლა იწყება მაშინ, როდესაც მოგეწოდებათ ნივთი. ქირავნობის მინიმალური პერიოდის დასრულებისთანავე, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გააგრძელოთ ქირაობა იგივე ფასად ან შეწყვიტოთ ქირავნობა და დააბრუნოთ ნივთი უკან.

მომხმარებლის ბრალეულობით, პროდუქტის მექანიკურად დაზიანების შემთხვევაში (მაგ, ეკრანის გატეხვის, დავარდნისგან/დარტყმისაგან კორპუსის დაზიანების, წყალში ჩავარდნისგან მიყენებული დაზიანების, ტექნიკური დაზიანების და. სხვ) Rentech
დაზღვევა ანაზღაურებს შეკეთების ხარჯის 50%-ს, ხოლო დანარჩენ 50%-ს იხდის მომხმარებელი.

თუ ნივთს აღენიშნება ჩვეულებრივი მოხმარებით გამოწვეული მინიმალური ნაკაწრები ან ცვეთის კვალი, ამ შემთხვევაში, თქვენ არ იხდით დამატებით თანხას, აგრეთვე არ მოგიწევთ დამატებით თანხის გადახდა თუ ტექნიკის გაუმართაობა მის ქარხნულ წუნთან ან პროგრამულ ხარვეზთან არის დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გამოისყიდოთ ნივთი თუ ქირავნობის მინიმალური პერიოდის გასვლის შემდეგ გააგრძელებთ გადახდას გამოსყიდვის მინიმალურ პერიოდამდე. გამოსყიდვის პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქირავნობის
პერიოდსა და ღირებულებაზე, რომელი გრაფიკითაც თქვენ იხდით თანხას. თუ თქვენ გააგრძელებთ გადახდას გამოსყიდვის პერიოდამდე, ნივთი სიმბოლურად 1 ლარად გადმოვა თქვენს საკუთრებაში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ გამოისყიდოთ ნივთი, თუ ერთიანად გადაიხდით გამოსასყიდი პერიოდის განმავლობაში გადასახდელი ყოველთვიური შენატანების ჯამს სრულად.