პრეამბულა

წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულია ვებგვერდით  www.rentech.ge სარგებლობის წესები და პირობები (შემდეგში მოხსენიებული როგორც წესები და პირობები“, ან „ხელშეკრულება“, ან „შეთანხმება“). ამ წესებით და პირობებით განსაზღვრულია ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები და წესები, ასევე ვებ-გვერდით შეთავაზებული მომსახურებების პირობები, მათ შორის გასაყიდად განთავსებული ნივთების ნასყიდობისა და გასაქირავებლად განთავსებული ნივთების ქირავნობის პირობები. ამ შეთანხმების მხარეები არიან შპს რენტექი (/: 400319179) (შემდეგში მოხსენიებული როგორც კომპანია) და თქვენ (შემდეგში მოხსენიებული როგორც მომხმარებელი, კონტექსტის შესაბამისად, ნასყიდობის შემთხვევაში, ასევე როგორც „მყიდველი“ და ქირავნობის შემთხვევაში, ასევე როგორც „დამქირავებელი“). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე ვებგვერდით სარგებლობის წესებს, გთხოვთ, არ დატოვოთ შესაბამის გარაფებში თქვენი პერსონალური მონაცემები და შეწყვიტოთ საიტით სარგებლობა.

 

1.       ზოგადი წესები და მოქმედების სფერო

1.1.    წინამდებარე სარგებლობის წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას ვებგვერდის მომხმარებელსა და კომპანიას შორის.

1.2.    ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი.

1.3.    ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას, ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

1.4.    ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

1.4.1. ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

1.4.2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით.

1.4.3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

 

2.       მომხმარებლის ვალდებულებები

2.1.    თქვენ ვალდებული ხარ:

2.1.1. დაიცვათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვებგვერდით სარგებლობის პირობები;

2.1.2. ზუსტად და სრულად მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია ვებგვერდზე მომსახურების მისაღებად.

2.1.3. დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალური უფლებები, არ განახორციელოთ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირება და გავრცელება, ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

2.1.4. მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, არ გაუმჟღავნოთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშები, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;

2.1.5. არ განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ.

2.1.6. არ გაასაღოთ თავი სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენოთ სხვა მომხმარებლის პირადი მონაცემები და გვერდი;

2.1.7. არ განახორციელოთ ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ-გვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;

2.1.8. არ განახორციელოთ ისეთი ქმედება, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებ-გვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

 

3.       პროდუქტის შეძენა

3.1.    ვებგვერდზე პროდუქტის ყიდვა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე, მოთხოვნილი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ.

3.2.    საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება.

3.3.    ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ვებგვერდზე შესვლა და მომსახურებით სარგებლობის უფლება მანამდე შეწყვეტილ იქნა შპს რემტექის“– ის მიერ, არ აქვთ უფლება ისარგებლონ ვებგვერდით.

3.4.    შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე 24 საათის განმავლობაში. ონლაინ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი, ჩააგდოთ ვირტუალურ კალათში და ბოლომდე დაასრულოთ პროცედურა.

 

4.       მოქმედი კანონმდებლობა

4.1.    დავის შემთხვევაში სარგებლობის წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად.

4.2.    ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობასთან, ასევე ამ სარგებლობის წესების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს საერთო წესით.

4.3.    ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, განვიხილოთ ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც გააჩნია მომხმარებელს და შევთავაზოთ მორიგების პირობები საჭიროების შემთხვევაში.

4.4.    თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დავის შემთხვევაში თუკი აწარმოებთ საქმეს სასამართლოში, სარჩელის აღძვრა და საქმის წარმოება მოხდება თბილისის საერთო სასამართლოში მიუხედავად იმისა, თუ სად არის თქვენი ფაქტობრივი/იურიდიული ადგილსამყოფელი.

4.5.    მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, შპს რენტექის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5.       გადახდა და განვადებით შეძენა

5.1.    გადახდის და განვადების პირობები განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტებით:

5.1.1. გადახდის პირობები.

5.1.2. განვადებით ყიდვა.

 

 

6.       მიწოდების პირობები

6.1.    მიწოდების პირობები განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტით:

6.1.1. მიწოდების პირობები.

 

7.       გარანტია და ნივთის უკან დაბრუნება

7.1.    გარანტიის და ნივთის დაბრუნების პირობები განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტებით:

7.1.1. გარანტია.

7.1.2. დაბრუნების პირობები.

 

8.       კონფიდენციალურობის პოლიტიკა

8.1.    კონფიდენციალურობის პოლიტიკა  განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტით:

8.1.1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

 

9.     პროდუქტის ქირავნობა

9.1.    ვებ-გვერდის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დასაქირავებლად შეუკვეთოს ვებ-გვერდზე გასაქირავებლად განთავსებული ნივთი შესაბამისი პროცედურების გავლით.

9.2.    კომპანიის მიერ ნივთის გასაქირავებლად ვებ-გვერდზე განთავსება არ ავალდებულებს კომპანიას გააქირავოს ეს ნივთი.

9.3.    მომხმარებლის მიერ გასაქირავებელი ნივთზე შეკვეთის განთავსება განიხილება როგორც მის მიერ ამ ნივთის დაქირავებაზე თანხმობა.

9.4.    შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს მის შესახებ სწორი ინფორმაცია, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია მისი ცვლილების შემთხვევაში.

9.5.    კომპანიას უფლება აქვს არ მიაქირავოს ნივთი მომხმარებელზე ნებისმიერი მიზეზით.

9.6.    კომპანიას, მომხმარებლის მიერ ნივთის დაქირავების შეკვეთის განთავსების შემდეგ, უფლება აქვს მოახდინოს ამ მომხმარებლის დამატებითი იდენტიფიცირება, მასზე დამატებითი ინფორმაციის დამოუკიდებლად, მესამე პირების მეშვეობით ინფორმაციის შეგროვება, ასევე, კომპანიას უფლება აქვს მოსთხოვოს ამ მომხმარებელს მოსთხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტის წარმოდგენა. მომხმარებელი ვალდებულია სრულად და ზუსტად წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

9.7.    ქირავნობის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსების შემდეგ, კომპანიის მიერ შეკვეთის დადასტურების შემთხვევაში.

10.   ქირავნობის დაწყება, ქირავნობის ხელშეკრულების ვადა და შეწყვეტა

10.1.1.     ქირავნობის ვადა იწყება დაქირავებული ნივთის მომხმარებლისათვის მიწოდების დღიდან.

10.1.2.     ნივთის მიწოდების პირობები განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტით:

10.1.2.1.         მიწოდების პირობები.

10.1.3.    ქირავნობის ვადა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ  შეკვეთის განთავსებისას არჩეული ქირავნობის მინიმალური პერიოდის შესაბამისად.

10.1.4.    თუ ქირავნობის ვადა ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის განსაზღვრული, ითვლება რომ ხელშეკრულება დადებულია უვადოდ.

10.1.5.    მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხარისათვის ერთი თვით ადრე შეტყობინების გზით, თუ გასულია მინიმალური ქირავნობის ვადა.

10.1.6.    კომპანიას უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ:

10.1.6.1.         თუ მომხმარებელი ზედიზედ ორჯერ არ გადაიხდის ქირავნობის ყოველთვიურ ვადას.

10.1.6.2.         თუ მომხმარებელმა დროულად არ გადაიხადა ქირა და წარსულში მომხმარებელი უკვე გაფრთხილებული იყო ქირის დროულად გადახდასთან დაკავშირებით.

10.1.6.3.         მომხმარებელი გადასცემს დაქირავებულ ნივთს მესამე პირს.

10.1.6.4.         თუ მომხმარებელი არ უფრთხილდება დაქირავებულ ნივთს, რითაც იქმნება ნივთის დაზიანების ან განადგურების საფრთხე.

10.1.6.5.         თუ მომხმარებელი განზრახ დააზიანებს გაქირავებულ ნივთს.

10.1.6.6.         თუ ჩაიდენს ან ეცდება ჩაიდინოს თაღლითობა კომპანიის მიმართ გაქირავებული ნივთის დაზიანების გზით.

10.1.6.7.         თუ განზრახ დააზიანებს კომპანიას.

10.1.6.8.         თუ დაქირავებულ ნივთს გამოიყენებს დანაშაულის ჩასადენად.

10.1.6.9.         10.1.6.5, 10.1.6.6, 10.1.6.7, 10.1.6.8 პუნქტების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მხარეებს შორის არსებული სხვა ხელშეკრულებებიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

10.1.7.    ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს მომხმარებლის პორტალის ან/და ელექტრონულ ფოსტის საშუალებით.

10.1.8.    მომხმარებელი ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე დააბრუნოს გაქირავებული ნივთი, იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც გადაეცა ქირავნობის დაწყებისას, ნივთის/ნივთების ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით. მომხმარებელი ვალდებულია წაშალოს ყველა პაროლი, მოწყობილობაში რეგისტრირებული ყველა პროფილი, რომელმაც შესაძლოა გაართულოს მესამე პირის მიერ მოწყობილობით სარგებლობა.

10.1.9.    მომხმარებელი ვალდებულია დააბრუნოს ნივთი სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს მოითხოვოს მომხმარებლისაგან დაუბრუნებელი ნივთის ღირებულების გადახდა, ამ დროისათვის არსებული საბაზრო ფასის შესაბამისად.

10.1.10.  თუ მომხმარებელი არ შეასრულებს 10.1.8 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს მოსთხოვოს ერთჯერადად 150 ლარის გადახდა.

10.1.11. თუ მომხმარებელი გააგრძელებს ნივთით სარგებლობას ქირავნობის ვადის დასრულების შემდეგ, ხელშეკრულება ჩაითვლება ერთი თვით გაგრძელებულად, თუ კომპანია არ განაცხადებს რომ არ არის თანახმა გაგრძელდეს ხელშეკრულება.

10.1.12.  ნივთის დაბრუნებისას კომპანია წაშლის მოწყობილობაში არსებულ სრულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ მომხმარებელმა, ნივთის დაბრუნებამდე უნდა შეინახოს მისი ინფორმაცია, დაბრუნების შემდეგ მას არ ექნებ შესაძლებლობა მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია.

 

 

11.   გამოსყიდვის შესაძლებლობა

11.1.  თუ კონკრეტული პროდუქტის გვერდზე მითითებულია, რომ შესაძლებელია ამ ნივთის გამოსყიდვა, ამ შეთანხმებაში და ამ ნივთის აღწერაში მითითებული პირობების შესრულების შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს გამოისყიდოს დაქირავებული ნივთი შემდეგი პირობებით:

11.1.1.    თუ მომხმარებელმა ქირავნობის მინიმალურ პერიოდად აირჩია 1 თვე, ნივთის 9 თვით ქირავნობის შემდეგ, 1 ლარად;

11.1.2.    თუ მომხმარებელმა ქირავნობის მინიმალურ პერიოდად აირჩია 3 თვე, ნივთის 12 თვით ქირავნობის შემდეგ, 1 ლარად;

11.1.3.    თუ მომხმარებელმა ქირავნობის მინიმალურ პერიოდად აირჩია 6 თვე, ნივთის 15 თვით ქირავნობის შემდეგ, 1 ლარად;

11.1.4.    თუ მომხმარებელმა ქირავნობის მინიმალურ პერიოდად აირჩია 12 თვე, ნივთის 18 თვით ქირავნობის შემდეგ, 1 ლარად;

11.2.  მომხმარებელს ასევე შეუძლია გამოისყიდოს ნივთი შემდეგი პირობით:

11.2.1.    თუ მომხმარებელმა ქირავნობის მინიმალურ პერიოდად აირჩია 1 თვე,  ნებისმიერ დროს ნივთის 9 თვის ქირავნობის ღირებულების გადახდის შემთხვევაში;

11.2.2.    თუ მომხმარებელმა ქირავნობის მინიმალურ პერიოდად აირჩია 3 თვე,  ნებისმიერ დროს ნივთის 12 თვის ქირავნობის ღირებულების გადახდის შემთხვევაში;

11.2.3.    თუ მომხმარებელმა ქირავნობის მინიმალურ პერიოდად აირჩია 6 თვე,  ნებისმიერ დროს ნივთის 15 თვის ქირავნობის ღირებულების გადახდის შემთხვევაში;

11.2.4.    თუ მომხმარებელმა ქირავნობის მინიმალურ პერიოდად აირჩია 12 თვე,  ნებისმიერ დროს ნივთის 18 თვის ქირავნობის ღირებულების გადახდის შემთხვევაში;

 

12.   ქირის გადახდა

12.1.  მომხმარებელი პირველი თვის ქირას იხდის შეკვეთის განთავსებისას, ნივთის მიღებამდე.

12.2.  მეორე და ყოველი შემდეგი გადახდის ვადა აითვლება ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების დღიდან, მეორე და ყოველი შემდეგი ქირა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მიწოდებიდან ყოველ ერთ თვეში.

12.3.  მომხმარებლის მიერ ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება ერთჯერადი პირგასამტეხლო – 20 (ოცი) ლარი ყოველ ვადაგადაცილებაზე. ასევე, ცვლადი პირგასამტეხლო – გადასახდელი ყოველთვიური ღირებულების 3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (3 თვიანი მინიმალური ქირავნობის შემთხვევაში), ცვლადი პირგასამტეხლო – გადასახდელი ყოველთვიური ღირებულების 4%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6 თვიანი მინიმალური ქირავნობის შემთხვევაში) ცვლადი პირგასამტეხლო – გადასახდელი ყოველთვიური ღირებულების 5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (12 თვიანი მინიმალური ქირავნობის შემთხვევაში).

 

13.   მომხმარებლის პასუხისმგებლობა

13.1.  მომხმარებელი უფლებამოსილია გამოიყენოს დაქირავებული ნივთი მხოლოდ თვითონ, შეთანხმებული ვადით. მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირებს გადასცეს ნივთი.

13.2.  მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს ნივთს და დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს კომპანიას. მომხმარებელს არ აქვს უფლება თავად შეაკეთოს ნივთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი კარგავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს და მომხმარებელი ვალდებული იქნება თავად გაიღოს ნივთის შეკეთების ყველა ხარჯი, თუ ნივთის აღდგენა შეუძლებელია ან ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას ტელეფონის ღირებულება, ასევე ის შემოსავალი, რომელსაც კომპანია მიიღებდა ნივთის არ დაზიანების შემთხვევაში, ამ ნივთის გაქირავებით.

14.   ნივთის დაზიანება და დაკარგვა

14.1.  მომხმარებელმა ნივთი უნდა გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მოსალოდნელი ზიანი. ქირავნობის ვადის განმავლობაში ქირავნობის ნივთის რაიმე დაზიანების ან სხვა სახის გაუარესების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს კომპანიას ინციდენტის ყველა დეტალის შესახებ, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება ან სხვა გაუარესება. გაქირავებული ნივთის დაზიანებისა ან ამ შეთანხმების სხვა დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას მიყენებული ზიანი.

14.2.  თუ ნივთი დაზიანდება მომხმარებლის გაუფრთხილებლობით, კომპანია აანაზღაურებს ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანის 50%-.

14.3. 14.2 პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს თუ ნივთი დაიკარგა ნებისმიერი მიზეზით (მათ შორის: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, დაუდევრობა) ან დაზიანება გამოწვეულია განზრახი ქმედებით. ნივთის დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მთლიანი ნივთის ღირებულება.

 

15.   დასკვნითი დებულებები

15.1.                     წინამდებარე სარგებლობის წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებგვერდთან დაკავშირებით.

15.2.                     თუ წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას წესების და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.