პრეამბულა

წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულია ვებ-გვერდით – www.rentech.ge სარგებლობის წესები და პირობები. ამ შეთანხმების მხარეები არიან შპს რენტექი (ს/ნ: 400319179) (შემდეგში მოხსენიებული როგორც “კომპანია”) და თქვენ (შემდეგში მოხსენიებული როგორც “მომხმარებელი”). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს, გთხოვთ, არ დატოვოთ შესაბამის გარაფებში თქვენი პერსონალური მონაცემები და შეწყვიტოთ საიტით სარგებლობა.

 

1.     ზოგადი წესები და მოქმედების სფერო

1.1.     წინამდებარე სარგებლობის წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას ვებ-გვერდის მომხმარებელსა და კომპანიას შორის.

1.2.   ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი.

1.3.   პასუხისმგებლობის ფარგლები ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას, ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

1.4.   ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

1.4.1.       ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

1.4.2.      ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით.

1.4.3.      შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

 

2.     მომხმარებლის ვალდებულებები

2.1.   თქვენ ვალდებული ხარ:

2.1.1.      დაიცვათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვებგვერდით სარგებლობის პირობები;

2.1.2.      ზუსტად და სრულად მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია ვებ-გვერდზე მომსახურების მისაღებად.

2.1.3.      დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალური უფლებები, არ განახორციელოთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირება და გავრცელება, ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

2.1.4.      მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, არ გაუმჟღავნოთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშები, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;

2.1.5.      არ განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ

2.1.6.       არ გაასაღოთ თავი სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენოთ სხვა მომხმარებლის პირადი მონაცემები და გვერდი;

2.1.7.      არ განახორციელოთ ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;

2.1.8.      არ განახორციელებთ ისეთ ქმედება, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

 

3.     პროდუქტის შეძენა

3.1.   ვებ-გვერდზე პროდუქტის ყიდვა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე, მოთხოვნილი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ.

3.2.   საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება.

3.3.   ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ვებ-გვერდზე შესვლა და მომსახურებით სარგებლობის უფლება მანამდე შეწყვეტილ იქნა შპს „რემტექის“– ის მიერ, არ აქვთ უფლება ისარგებლონ ვებ-გვერდით.

3.4.   შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე 24 საათის განმავლობაში. ონლაინ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი, ჩააგდოთ ვირტუალურ კალათში და ბოლომდე დაასრულოთ პროცედურა.

 

4.     მოქმედი კანონმდებლობა

4.1.   დავის შემთხვევაში სარგებლობის წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად.

4.2.   ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობასთან, ასევე ამ სარგებლობის წესების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს საერთო წესით.

4.3.   ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, განვიხილოთ ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც გააჩნია მომხმარებელს და შევთავაზოთ მორიგების პირობები საჭიროების შემთხვევაში.

4.4.   თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დავის შემთხვევაში თუკი აწარმოებთ საქმეს სასამართლოში, სარჩელის აღძვრა და საქმის წარმოება მოხდება თბილისის საერთო სასამართლოში მიუხედავად იმისა, თუ სად არის თქვენი ფაქტობრივი/იურიდიული ადგილსამყოფელი.

 

5.     გადახდა და განვადებით შეძენა

5.1.   გადახდის და განვადების პირობები განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტებით:

5.1.1. გადახდის პირობები.

5.1.2. განვადებით ყიდვა.

 

 

6.     მიწოდების პირობები

6.1.   მიწოდების პირობები განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტით:

6.1.1. მიწოდების პირობები.

 

7.     გარანტია და ნივთის უკან დაბრუნება

7.1.   გარანტიის და ნივთის დაბრუნების პირობები განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტებით:

7.1.1.  გარანტია.

7.1.2. დაბრუნების პირობები.

 

8.      კონფიდენციალურობის პოლიტიკა

8.1.   კონფიდენციალურობის პოლიტიკა  განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტით:

8.1.1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

9.     დასკვნითი დებულებები

9.1.   წინამდებარე სარგებლობის წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან დაკავშირებით.

9.2.   თუ წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას წესების და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.